geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია ქუთაისში თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპს გაეცნო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილთან ერთად, ქუთაისში თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპს გაეცნო.

 

მიმდინარე სამუშაოების შედეგად პროფესიული განათლების ცენტრი ახალ სასწავლო წელს განახლებული და თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით შეხვდება.

 

რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მიმდინარეობს მესამე და მეოთხე სართულების დასკვნითი სარემონტო სამუშაოები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც ცენტრის საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

 

თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

თარიღი: 11/09/2026